პროექტის სახელწოდება:
|
მე და სუფთა გარემო
|
პროექტის მთავარი იდეა:
|
მოსწავლეებმა დაასუფთაონ სკოლის მიმდებარე დაბინძურებული ტერიტორია,მათი
ძალებით შეგროვდეს და გაიტანონ.
|
პროექტის აქტუალობა:
|
მოსწავლეები ისწავლიან არ დააბინძურონ გარემო,გაუფრთხილ–
დნენ მას და სხვებსაც მოთხოვონ იგივე,გამოუმუშავდებათ ერთმა–
ნეთის დახმარება.
|
პროექტის მიზნები:
|
მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ შრომის ჩვევები,ისწავლონ შრომის
ინვენტარის ხმარება,გამოყენება,დაიცვან ტექნიკური უსაფრთხო– წესები,ისწავლონ დროის რაციონალურად განაწილება.
|
მოსწავლეთა ასაკი:
|
8 წლის.
|
ვადები:
|
1 დღე
10.00–დან_14.00–მდე
|
მოსალოდნელი შედეგები:
|
მოსწავლეები გაითავისებენ სასარგებლო შრომის საჭიროებას.
ჩამოუყალიბდებათ სუფთა გარემოში ცხოვრების სურვილი.
ისინი ისწავლიან რომ არ უნდა დაყარონ ძირს ქაღალდები,მზესუმ
ზირის ჩენჩოები,ცელოფანის პარკები,პოლიეთილენის ბოთლები და სხვა.
|
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
|
ხელთათმანები,დიდი პარკი,წვეტიანი ხელჯოხი,ფოტოაპარატი,
ცოცხი.
|
პროექტის მსვლელობა:
|
მოსწავლეები დათქმულ დროზე შეიკრიბებიან, დაიყოფიან ჯგუფებად.
ჯგუფებს მიეთითებათ თავიანთი სამუშაო არეალი.
ჯგუფებში გადანაწილდება მოვალეობები,აირჩევენ პასუხისმგებელს,ბიჭებს
მიეთითებათ დაეხმარონ გოგოებს.
შეგროვილ ნარჩენებს აწონიან,გაარკვევენ რომელ უბანზე უფრო მეტი და ნაკლები ნარჩენია,გადაარჩევენ და
ამოარჩევენ ნივთებს რომლისგანაც შეიძლება რაიმე ხელოვნების ნიმუში დამზადდეს.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
|
მათემატიკა,ბუნებისმეტყველება,ხელოვნება.
|
პროექტის ავტორი
|
თინათინ უგრეხელიძე
E-mail : tinikougrexelidze@gmail.com
|
Monday, March 12, 2012
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment